“ჩვენ რეალურად გავიარეთ დრამატული დებატის ორი დღე, სადაც მთავარი ფაქტორი იყო სამოქალაქო საზოგადოება. ძალიან ნათელი განცხადება გააკეთა საპატრიარქომ, რითიც ახსნა და საზოგადოებას ნათლად აჩვენა თავისი პოზიცია, მაგრამ ამავე დროს, ამ ორი დღის განმავლობაში სრულიად დაბნეულმა პოლიტიკურმა პოზიციებმა, გვაჩვენა, რომ ხშირად პოლიტიკოსებს ბოლომდე არ აქვთ გააზრებული ელემენტარული დეტალები ჩვენი სახელმწიფოებრიობის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიროგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში განაცხადა.

“ის ძირითადი საკიდური ლოდი, რაზეც დგას ქართული კონსტიტუციონალიზმი, რაზეც დგას თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ის ძირითადი პრინციპები, რაც ძალიან ნათლად არის განსაზღვრული და რომელთანაც თამაში შესაძლოა ქვეყნისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის სირთულეს წარმოადგენდეს.

დღეს დილით, როცა ვესტუმრე პატრიარქს და რაც ვთქვი, მგონი გამორიცხავს იმ კითხვის ნიშნებს ჩემ მიმართ, რამდენად არ ვარ მე გულწრფელი ამ პროცესში.

პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვა, ჩემი ბუნებრივი მოტივაცია და სურვილია, მაგრამ მე აქ არ ვსაუბრობ ამ საკითხზე. მე ვსაუბრობ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არა სურვილებზე, არა თეორიულ შეხედულებებზე, არამედ ვსაუბრობთ სახელმწიფოებრიობის ძირითად პრინციპებზე და ვექტორებზე, რომ ჩვენ ვართ საერო სახელმწიფო, რომ ამ საერო სახელმწიფოში სასულიერო ინსტიტუტებსა და საერო ინსტიტუტებს შორის არსებობს ძალიან ნათელი და ყველასთვის სასარგებლო ზღვარი, რომ რა თქმა უნდა, არის თემები, რომელშიც ბუნებრივად რაღაც საკითხებზე ხდება აზრის გაზიარება, თანამშრომლობა. მაგალითად, როცა ვსაუბრობთ ამ თემაზე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შეწყალების კომისიაში სწორედ იმ ცოდნიდან გამომდინარე, რაც საპატრიარქოს გააჩნია ამ საკითხებთან დაკავშირებით, წარმოდგენილია საპატრიარქოს წარმომადგენელი.

შეწყალების კომისია თავისთავად არის დაკომპლექტებული ჩვენი საზოგადოების რჩეული ნაწილის მიერ. ისინი არიან ადამიანები, რომლებთან ერთადაც მე არაერთხელ, არაკონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, არამედ შეწყალების მაღალი ღირებულებიდან დაკავშირებით, მქონია დებატები, დისკუსიები.

ჩვენ არაერთხელ შევკრებილვართ და გვისაუბრია შეწყალების არსზე, როგორ უნდა განვახორციელოთ ეს უფლებამოსილება. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ძალიან სერიოზულად ფიქრობენ არამხოლოდ კონკრეტული საქმეების გადაწყვეტაზე, არამედ სერიოზულად ფიქრობენ, რა როლს თამაშობს ეს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი სახელმწიფო სისტემაში. ასე, რომ აქ ძალიან ნათელია თანამშრომლობის ფორმატები, მაგრამ ერთი არის ეს და სულ სხვა საკითხია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპების გადასინჯვაზე და ასე, მარტივად, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

The post პრეზიდენტი: პოლიტოკოსებს გააზრებული არ აქვთ სახელმწიფოებრიობის ელემენტარული დეტალები appeared first on iMtavroba.