თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ  “ეს დღე ჩვენია” არის გზავნილი ქვეყანაში მაცხოვრებელი ყველა ეროვნებისა და რელიგიისთვის.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, ეს დღე ჩვენია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამით გზავნილს ვაწვდით ყველას – ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ჩვენს ქვეყანაში მაცხოვრებელ ყველა ეროვნების და რელიგიის მოქალაქეებს. ყველასია ეს დღე, მთელი საქართველოსია ეს დღე“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ყოველ 26 მაისს ყველა ერთად ეტყვის არას ოკუპაციას.

„ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად ვეტყვით არას ოკუპაციას, სანამ ამის საჭიროება იქნება. არას პროპაგანდას, ფუჭ ნოსტალგიებს, აგრესიას და უახლეს ტრაგიკულ წარსულს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად დავამტკიცებთ ერთგულებას, ყოველთვის, როდესაც ამის საჭიროება იქნება, ჩენი არჩევანის მიმართ ვიბრძოლოთ ძლიერი, უკეთესი, ბედნიერი, ევროპული საქართველოსთვის“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

The post ხიდაშელი: როდესაც ვამბობთ ეს დღე ჩვენია, გზავნილს ვაწვდით აფხაზებს და ოსებს appeared first on iMtavroba.