საფრანგეთში მსახიობი კახა აბუაშვილი (კაბუ) დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა აბუაშვილი 16-17 აპრილს ჩატარებული სპეცოპერაციისას, სახელად „Caucase Normandie“, დააკავეს.