რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი საქართველოში 200 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

როგორც ბიზნესმენმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა: “მზად ვარ, საქართველოს ეკონომიკაში 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩავდო, ამასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, ქვეყნის პრემიერმინისტრსაც შევხვდები და ალბათ, სჯობს საქართველოში ჩამოვიდე კონკრეტული სხვადასხვა პროექტით.”

ბიზნესმენმა 2014 წლის ბოლოს მისი კუთვნილი 49%-იანი წილი რუსულ კომპანია “როსნეფტს” მიჰყიდა. იაკობაშვილის კომპანია თავის მხრივ ფოთის პორტის ნავთობტერმინალის აქტივებს ფლობს. დავოსში მყოფმა ბიზნესმენმა “ქრონიკას” განუცხადა, რომ ქართულ ტერმინალში თანხა ჩადებული არ ჰქონია.

The post დავით იაკობაშვილი: მზად ვარ, საქართველოს ეკონომიკაში 200 მილიონი ჩავდო appeared first on iMtavroba.