NULL

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, სამინისტრო არასოდეს არ უშლის ინვესტორებს ხელს ააშენოს ქარის ან მზის სადგური, თუმცა  ქარის ენერგია შედარებით ძვირი რესურსია ქვეყნისთვის ჰიდროსთან შედარებით.

ამასთან, ელოშვილის განცხადებით, ქვეყანა ვერ შევძლებს სისტემაში 15%-ზე მეტი დაუთმოს ქარის ენერგია, რადგან ამ შემთხვევაში სისტემა იქნება არასტაბილური.

„შესაბამისად, ჩვენი რესურსი რაც გაგვაჩნია ქარის ათვისების კუთხით არის რამდენიმე ასეული მეგავატი“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისივე განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ პირველმა დაიწყო საპილოტე პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად და უახლოეს პერიოდში აშენება პირველი ქარის სადგური.

“ეს იქნება ნიშანი ინვესტორებისთვის, რომ შემდგომში ჩვენც და ისინიც დააკვირდნენ მოვლენების განვთარებას, – აღნიშნავს ელოშვილი.

ამასთან აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ინვესტორების მიერ რამდენიმე ადგილზე უკვე მიმდინარეობს 500 მგვტ ქარის ენერგიაზე კვლევები.

 

წყარო: Gbc.ge