ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ “ტურიზმი და რეალობა“ (tourismreality.ge) “აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში” პროექტის რიგით მეორე ექსპედიციას უმასპინძლა. გურიის პოპულარიზაციისთვის მოპოვებული ინფორმაცია ექსპერტების მიერ დამუშავდება და საერთაშორისო ვებ პორტალზე www.travelgis.ge და მობაილ აპლიკაციაში Travel GIS ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე აიტვირთება,– ამის შესახებ ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ექსპედიციის მონაწილეები ესტუმრნენ ჩოხატაურის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეას, მოინახულეს ნაკლებად ცნობილი ტურისტული ობიექტები: ერისთავების სასახლე, სოფ. გორაბერეჟოულის დენდროლოგიური პარკი, სოფ. ბუკნარის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია, ბუკნარის გოგირდის მარილიანი წყალი, ამავე სოფლელში საოჯახო სასტუმრო – “ბიძია თომას ქოხი“ და ირემაძეების გლეხური მეურნეობა და სხვა. აღნიშნულ ინფორმაციას დაემატება კიდევ ბევრი საინტერესო ობიექტი, რომელიც მოიპოვა და შეისწავლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ “ტურიზმი და რეალობა”.
მუნიციპალიტეტის ცნობით, ექსპედიციის მონაწილეები ასევე ჩოხატაურში მცხოვრებ ბენეფიციარებს შეხვდნენ, (შარაშიძეების მარანი-სოფელ ბუკისციხეში) რომლებსაც მათთვის ტურისტული სერვისების მიწოდება შეუძლიათ და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
პროექტის ფარგლებში ექსპედიციის წევრები იყვნენ: ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ლაშა ჩხაიძე, “ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი TravelGIS“-ის დამფუძნებელი სერგო ცირამუა, ტურისტული კომპანია “ღმოაჩინე საქართველოს“ ხელმძღვანელი ნინა კეკელიძე, თამარ ექვთიმიშვილი (Discover Georgia), არასამთავრობო ორგანიზაცია “ტურიზმი და რეალობა“- დირექტორი ეკა დევიძე, ოპერატორი ლუკა ქირია.
The post გურიის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ვებგვერდზე travelgis.ge სამ ენაზე განთავსდება appeared first on iRegions.