“ენერგო პრო ჯორჯიამ” ქუთაისში ჟურნალისტებს, 2016 წლის ანგარიში გააცნო. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, 2016 წლის განმავლობაში განხორციელებულ და მომავალი წლისთვის დაგეგმილ პროცესებზე ისაუბრა.

მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, ჯერ ისევ პრობლემატურ საკითხად რჩება ავარიული ამორთვები, რაც ძირითადად უამინდობას და სარეაბილოიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

მისივე განმარტებით, კომპანია ეტაპობრივად შეეცდება აღნიშნული პრობლემების მოგვარებას.

ბოცვაძის განცხადებით, ახალი ფიდერების მშენებლობა ელექტრონერგიის ტარიფის გაზრდას გამოიწვევს, რაც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აისახება.

“ვიცით ჩვენი მთავარი გამოწვევა რაც არის, ესაა ელექტროენერგიის წყვეტა. არ გავურბივართ მთავარ გამოწვევას. გვაინტერესებს ყველას მოსაზრება.
კომპანიის ქსელის იმ კონდიციაში მოყვანა, როგორშიც ჩვენ გვინდა, 900 მილიონი ლარია საჭირო. შესაბამისად, პირდაპირ ვამბობთ 60 მილიონი ამისთვის საკმარისი არ არის.

ჩვენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ და ვაუმჯობესებთ მდგომარეობას. მაგარამ სამწუხაროდ ერთ წელიწადში 900 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადება, გამოიწვევს ტარიფის გახუთმაგებას.

ჩვენი და სახელმწიფოს მიდგომა სწორია, არ გადაიხადოს ძვირი აბონენტმა, შევინარჩუნოთ ტარიფი და გავზარდოთ ხარისხი,“-განაცხადა “ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა ქუთაისში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

The post “ენერგო პრო ჯორჯიას” დირექტორი: ვცდილობთ შევინარჩუნოთ ტარიფი და გავზარდოთ ხარისხი appeared first on iRegions.