ძლიერმა წვიმებმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეებისა და ხევების ადიდება გამოიწვია.

სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა. მუნიციპალიტეტის მერის ,გოგი გოგილაშვილის ინფორმაციით,ძლიერი ნიაღვრისგან დაზიანებულია შიდა საუბნო გზები.

"ანაგასა და ვაქირში ახლა ვაგზავნით ტექნიკას, გზები წყალმა ქვა-ღორღით გაავსო, რამდენიმე მოსახლეს წყალი სახლშიც შეუვარდა." -განაცხადა გოგილაშვილმა.

სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარშიც.