ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ამჟამად, წყალარინების ქსელი იცვლება  ვაჟა-ფშაველას I კვარტლის N2 კორპუსის ტერიტორიაზე. ასევე, ტერიტორიაზე იცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ სივრცეში  ასფალტის  საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაოებს  ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე  ადგილზე გაეცნო.