ვაკის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას განაგრძობს. დაზიანებული გზის საფარი ახლით ამჯერად ნინო ზაალიშვილის ქუჩაზე ჩანაცვლდა. 

პროექტის ფარგლებში, მოეწყო გზის საფუძველი და დაიგო ასფალტი. პროექტი 1400 კვ. მ ფართობის ტერიტორიას მოიცავს. 

სამუშაოები, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრიმ“ განახორციელა.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.