საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წელს კაპიტალური საგზაო სარემონტო სამუშაოები 34 მისამართზე ჩატარდა. ქუჩებსა და შიდაკვარტალურ გზებზე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც მოწესრიგდა ასფალტის საფარი და მოეწყო ბორდიურები.
სამუშაოების შედეგად გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გახდა.
საგზაო ინფრასტრუქტურა საერთო ჯამში დაახლოებით 55 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 6 720 000 ლარი დაიხარჯა.




