გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N18 კორპუსის მიმდებარედ, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნუკრი დოლიაშვილის სახელობის სკვერში გამწვანების და მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები ჩატარდა.
გამგეობის დაკვეთით, სკვერში დაიგო ბალახი, დაირგო სხვადასხვა სახეობის 300-მდე ძირი ხე-მცენარე. კერძოდ, სკვერში დაირგო ტოტინიას, წყავის, ჭრელი ემონიუსის და ფიტოსპორუმის 169 ბუჩქი და 111 ძირი ტყემლის, ირმის რქის, აკაციის, გოლდრაიდენის და არიზონას კიპარისის ხე.