ვაკის რაიონის გამგეობა დასასვენებელი სივრცეების განახლების პროცესს განაგრძობს. ამჯერად, სივრცის მოწყობა ნუცუბიძის III მ/რ-ის I კვარტლის N10-11 კორპუსებთან მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე შესაბამისი ინვენტარი დამონტაჟდა, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო მოედანზე რბილი საფარი დაიგო, ასევე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საყრდენი კედელი და კიბეები. ამჟამად სკვერში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, ამავე მისამართზე N11 კორპუსის წყალარინების ქსელი განახლდა. ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი შეხვდა.