ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული მიმოხილვის  თანახმად, 2026 წელს მსოფლიო ბანკი 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელის საქართველოში, ხოლო  2027 წელს ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტს მიაღწევს.

უნდა აღინიშნოსრომ  საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის შეფასებებსრომლის მიხედვითაცსაქართველო რჩება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მქონე ქვეყნად

შესაბამისადველოდებითრომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც 2026, ასევე 2027 წელს იმაზე უფრო მაღალი იქნებავიდრე ამას საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენამის საფუძველს გვაძლევსის მონაცემებირომლებიც საქართველოში იანვარ-თებერვლის თვეებში დაფიქსირდაკერძოდორი თვის განმავლობაშიჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4 პროცენტს შეადგენს“ - განაცხადა ცინცაძემ

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებითეკონომიკური ზრდის ტემპს დამატებით სტიმულს მისცემს 2026 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გააქტიურება,  ასევე ეკონომიკური განვითარების კორპორაციის შექმნარომელიც უზრუნველყოფს არამხოლოდ მცირე და საშუალო მეწარმეებისარამედ ზოგადადეკონომიკის მხარდაჭერას სხვადასხვა ინსტრუმენტებითრაც ასევე დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას.

ჩვენი მოლოდინიარომ  2026-27 წლებში საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი  ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ რეგიონისა და ევროპის მასშტაბითარამედ გლობალურად“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.