წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” რეისით მოხდება.
წმინდა ცეცხლს “ჯორჯიან ეარვეისის” რეგულარული რეისით 4 მაისს ჩამოიტანენ. “ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დროით 23:40 საათზე დაეშვება.
ცნობისთვის, დღეს, დიდი შაბათია - მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება