სახლში მოვარდნენ, მთაწმინდაზე, ნიღბებით - მეზობლებმა გაყარეს,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ეგრევე სახლში მოვარდნენ, მთაწმინდაზე, ნიღბებით, 3-4 ბავშვი იყო. ძალიან ცუდი რომ ასეთ ასაკში ასეთ რამეს აკეთებენ. დაიწყეს მოხატვა, მე რეაქციაც კი ვერ მოვასწარი, მეზობლებმა ეგრევე გაყარეს. ველოდები ყველაფერს, იმიტომ, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. არაფრის მეშინია, გიჟი არ ვარ. ახლა არის არჩევანი საქართველო იქნება თავისუფალი ქვეყანა თუ შეგვათრევენ რუსეთში. ამას როგორც შემეძლო წინ აღვუდექი და აღვუდგები. არც ხულიგანი ვარ და არც ძველი ბიჭი, უბრალოდ, მე დავიბადე საზიზღარ საბჭოთა კავშირში და მინდა ვიცხოვრო თავისუფალ საქართველოში. როცა ასეთი შანსი გვაქვს გამდიდრების, რაზეც ვოცნებობთ 30 წელი, ევროკავშირის კარი გაგვიღეს და ესენი წიხლით ხურავენ. მეც კაი გავილახე ეგრე კი არაა, 10 კაცი მცემდა. არა უშავს, სისულელეების გამო ვარ ახალგაზრდობაში ხანდახან ნაცემი, საქართველოს გამო რომ მომხვდა, პირიქით, ძალიან მეამაყება“,- განაცხადა ელისაშვილმა “მთავარ არხთან“.

ალეკო ელისაშვილი ტრიბუნაზე მდგომ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც ელისაშვილს უმრავლესობის წევრებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.