მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან 25 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე თერჯოლის მუნიციპალიტეტში კერძოდ, სოფელ ჯგილათის ,ვარდიგორასა და თუზის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.
აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, საგზაო სამუშაოების შესრულებისთვის გაზსადენის გადაადგილება გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 25 ოქტომბრის დილის 10:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ და სრულად დღის ბოლომდე აღდგება. კომპანიასოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთსოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.