სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შეუსაბამობების გამო კაფე-ბარებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. გეგმური ინსპექტირება ჩატარდა შპს ვერაზე (ს/კ: 404622164, მის: ზანდუკელის N17), სადაც გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.
სატელეფონო შეტყობინებების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა კაფე-ბარში (შპს ოდა 2025, ს/კ 405768414, მის: ფერმწერთა 33/ავთო ვარაზის 41), სადაც დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის განმეორებით დარღვევის ფაქტი და კრიტიკული შეუსაბამობა; დოკუმენტური შემოწმებისას ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (შპს ლივია 2026, ს/კ 431957885, მის:: ვარკეთილი, კალაუბნის 16) დაფიქსირდა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევის და ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისას მარკეტში (ინდივიდუალური მეწარმე, მის: ქალაქი თელავი, დ. აღმაშენებლის ქ. N43), სადაც მზა კერძებსაც აწარმოებდნენ, დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები განმეორებით, 1 წლის განმავლობაში, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, ასევე, ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსება, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი (მზა კერძების წარმოება და რეალიზაცია), ხოლო ვადაგასული სურსათი დაილუქა შემდგომი განადგურების მიზნით.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01. - ნათქვამია სესის გავრცელებულ ინფორმაციაში.








