სილქნეტისა და  ჟურნალ National Geographic საქართველოს  ერთობლივი შემეცნებითი ლექციების ციკლის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა თბილისის ზოოლოგიური პარკის დირექტორთან, პროფესორ  ზურაბ გურიელიძესთან.  

ლექცია სათაურით „ზოოპარკი, კონსერვაცია...“ ეხმიანებოდა სახეობათა დაცვის საკითხს, რომლის მნიშვნელობაზე ჟურნალი National Geographic საქართველო მუდმივად მოგითხრობთ.   

მიმდინარე ნომრის თემები ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ქეთევან  ჭუმბურიძემ გააცნო აუდიტორიას. 

ზურაბ გურიელიძეს მიღებული აქვს მონაწილეობა 15-ზე მეტ საერთაშორისო პროექტში კონსერვაციული ბიოლოგიის მიმართულებით. არის მიგრირებადი სახეობების დაცვის კონვენციის (The Convention on the Conservation of Migratory Species of Wild Animals; Bonn Convention) სამეცნიერო საბჭოს წევრი. არის ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის სახეობათა გადარჩენის კომისიის (IUCN/SSC) წევრი.

საჯარო ლექციაზე მეცნიერმა ისაუბრა სხვადასხვა სახეობათა შესახებ ზოოპარკებსა და ბუნებაში, მტაცებელი-მსხვერპლის ურთიერთობის ეკოლოგიასა და ქცევით პრობლემებზე, პოპულაციურ კულტურასა და სახეობების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაზე. ასევე საუბარი შეეხო ზოოპარკის თანამედროვე გამოწვევებსა და საერთაშორისო ანალოგებს. 

ლექციის დასასრულს ზურაბ გურიელიძემ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. საინტერესო კითხვების ავტორებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 

შემეცნებით შეხვედრებს სასტუმრო რადისონი და სილქ ჰოსფითალითი მასპინძლობს. 

ჟურნალი National Geographic საქართველო სილქნეტის თანადგომით 2012 წლიდან გამოიცემა. კომპანია სხვადასხვა პროექტით  ჟურნალის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. შემეცნებითი შეხვედრების გარდა, რომელიც 2022 წლიდან იმართება, კომპანიამ უზრუნველყო აუდიოპლატფორმის შექმნაც, სადაც ნებისმიერ მსურველს, სასურველი მოწყობილობით - აპლიკაციით SilkGo, ვებზე silktv.ge  ან SilkTV-ის სერვისით, შეუძლია მოუსმინოს იმ სტატიების ჩანაწერებს, რომელიც ჟურნალისთვის  სხვადასხვა დროს შეიქნა. 

სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, ფასდაკლებით სარგებლობს. თუმცა, ექსკლუზიურ ფასად ჟურნალის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14;