17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა! ამ დღის აღსანიშნად სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ოფიციალური მიღება გამართა, რომელსაც მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“  წარმოადგენდა ფონდისა და კომპანია სილქნეტის  გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ ფონდმა წელს 14 ვეტერანს მაღალბიუჯეტიანი აუცილებელი სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა, რამაც ჯამში 101 ათასი ლარი შეადგინა. ეს იყო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება გერმანიის კლინიკაში, ქვედა კიდურების ორმაგი ამპუტაციის პროტეზების შეძენა, სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. თითოეული 100%-ით იქნა დაფინანსებული. გარდა ამისა, ფონდმა ვეტერანების ჰოსპიტალისთვის შეიძინა 121 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა. ეს არის მაგნიტური ტომოგრაფიის აპარატისთვის და ქირურგიული სტომატოლოგიისთვის საჭირო ულტრათანამედროვე აღჭურვილობა. ამან საშუალება მისცა ვეტერანთა ჰოსპიტალს, რომ უფასოდ მოემსახუროს ომის ვეტერანებს და გაუწიოს ესოდენ საჭირო დ ძვირად ღირებული სამედიცინო მომსახურება, რისი საშუალებაც აქამდე არ იყო. დროისათვის, უკვე ათობით ვეტერანმა მიიღო ეს მომსახურება. 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში დიდი მადლობა გადაუხადა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ 2018 წლიდან განხორციელებული სისტემატური დახმარებისთვის.

2023 წლის იანვრიდან დღემდე, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 52 ვეტერანს და სამხედრო მოსამსახურეს აღმოუჩინა დახმარება. მათ შორის მხარდაჭერა მიიღეს დაჭრილი მებრძოლების არასრულწლოვანმა შვილებმა და მეუღლეებმა. ფონდმა დააფინანსა სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებით მკურნალობა, სამედიცინო კვლევები, ოპერაციები და სასწავლო კურსები პროფესიული გადამზადებისთვის. მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ფონდმა ერთობლივად, თურქეთისა და ავსტრიის კლინიკებში,  20 სამხედრო მოსამსახურისთვის, გადაუდებელ ოპერაციებსა და სამედიცინო მომსახურებაზე დაახლოებით 188 000 დოლარი გამოჰყვეს.

კომპანია სილქნეტის მიერ დაფუძნებული ფონდის შემომწირველთა სია ყოველწლიურად მზარდია:  კომპანიებისა და კერძო პირების დახმარებით და თავად სილქნეტის ყოველწლიური  300 000 ლარიანი შენატანით, მიმდინარე წლის  ფონდის ბიუჯეტი თითქმის 600 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ფონდი დაფინანსებებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე.

2023 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომით ფონდმა“ თითქმის 400 000 ლარი მოახმარა დაჭრილი მებრძოლების საჭიროებებს.

დაჭრილ მებრძოლებს მძიმე ჭრილობები მიღებული აქვთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. მათი ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად,  მუდმივად საჭიროა პერიოდული სამედიცინო ჩარევა და სწორედ ამიტომ, წლის განმავლობაში რამდენჯერმე, ბენეფიციარებს უწევთ საზღვარგარეთის კლინიკებში სამედიცინო მომსახურების მიღება. ყოველივე ეს მნიშვნელოვან თანხებთან არის დაკავშირებული. ფონდის მიერ გაწეული დახმარების მიზანია, იზრუნოს  დაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებზე, ასევე მათ ოჯახებზე  და ამ საქმეში შემოიერთოს ბიზნესი და საზოგადოება. ბენეფიციარებს გააუმჯობესოს ცხოვრების პირობები, როგორც ჯანმრთელობის, ასევე სხვა კუთხით, რასაც ფონდის კრიტერიუმები ითვალისწინებს. ეს იქნება პროფესიული გადამზადება თუ საცხოვრებელი ფართის ადაპტირება. ასევე, ფონდი ეხმარება დაჭრილთა არასრულწლოვან შვილებს და მეუღლეებსაც.

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, შეუერთდესდაჭრილ მებრძოლთა თანადგომისფონდისსაქმიანობას და ამით მხარში დაუდგესდაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრომოსამსახურეებს. მოქმედებს ფონდისსაქველმოქმედო ნომერი - 0 091 777 771. ზარისღირებულება 1 ლარია. შესაძლებელია ფონდის ვებგვერდიდან ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა შესაბამისანგარიშზე.