სილქნეტი ერთწლიანი ულიმიტო პაკეტების შეძენას “მერე” ბარათით თავაზობს მომხმარებლებს. მსურველს შეეძლება ჩაირთოს მთელი წლით: ულიმიტო ინტერნეტი ან ყველაფერი ულიმიტო პაკეტები და 12 თვეზე გაანაწილოს გადახდა:

ულიმიტო ინტერნეტი – თვეში 25 ლარად

ყველაფერი ულიმიტო – თვეში 42 ლარად

1 -წლიანი პაკეტის არჩევა შესაძლებელია MySilknet აპლიკაციაში. 

 “მერე” ბარათის შეკვეთა  მსურველს შეეძლება სილქ ბანკში. ლიმიტის დამტკიცების შემდეგ, მომხმარებელი დაიმატებს ბარათს Apple ან Google Wallet-ში და გადაიხდის პარტნიორ თუ არაპარტნიორ მაღაზიებში ნებისმიერი ბანკის ტერმინალით.