საქართველოს ბანკის კამპანიებმა ADCE-ს საერთაშორისო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა. Art Directors Club of Europe (ADCE) Awards-ს ფარგლებში გამარჯვებულები ბარსელონაში გამოვლინდნენ.
საქართველოს ბანკის სამმა კამპანიამ, რომელიც სტუდია JoyBoy-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, სამი მედალი მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში:
• ვერცხლი: Sukhishvili - Endless stage, დიზაინის და კორპორატიული ბრენდინგის კატეგორია;
• ბრინჯაო: Sukhishvili - Where the dance was born; ფილმი & აუდიო კრაფტი;
• ბრინჯაო: The New Wave of Chess, დიზაინი.
შეგახსენებთ, რომ ADCE Awards (Best of European Design and Advertising) ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო კრეატიულ ნამუშევრებს ავლენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც ADCE-ის 25 წევრის მიერორგანიზებული ადგილობრივი ფესტივალების, ასევე ევროპაში არსებულისხვა კონკურსების მონაწილე კამპანიები და სააგენტოები. შედეგად, ADCE-ისფარგლებში, ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე აღიარებული ნამუშევრებიევროპულ ასპარეზზე ინაცვლებს.
წელს, 35-ე გამოცემის ფარგლებში, კონკურსი პირველად გაიხსნა ADCE-ისწევრი კლუბების ადგილობრივი კონკურსების ყველა მონაწილისთვის. ამმიდგომამ კრეატიულ პროფესიონალებს საშუალება მისცა, საკუთარინამუშევრები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ და საერთაშორისოცნობადობა მოეპოვებინათ. წლევანდელ კონკურსზე 801 ნამუშევარი იყოწარდგენილი.
გამარჯვებული ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ბმულზე:https://adceurope.awardhub.org/




