„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) 2026 წლის იანვრის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში წარმოებული იყო 1,90502 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 6,8%-ით მეტია წინა წლის იანვარში წარმოებულთან (1,783021 მლრდ კვტსთ) შედარებით.
საქართველოს მიერ იანვარ-თებერვალში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ მოხმარება 2,751736 მლრდ კვტსთ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (2,505236 მლრდ კვტსთ) 9,8%-ით აღემატება.
იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებული იყო 0.853215 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელ მაჩვენებელს (0,722631 მლრდ კვტსთ) 18%-ით აღემატება.
ოკუპირებულ აფხაზეთს იანვარ-თებერვალში 0,573412 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (0,512300 მლრდ კვტსთ 11,7%-ით მეტია.
საგულისხმოა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს წელს 0,349265 მლრდ კვტსთ იმპორტირებული ელექტროენერგია მიეწოდა, რაც 12,2%-ით ნაკლებია შარშან მიწოდებულ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე (0,397842 მლრდ კვტსთ). ოკუპირებულ აფხაზეთს როგორც შარშან, ისე წელს, პრაქტიკულად სრულად მიეწოდა ენგური და ვარდნილი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. შარშან ამ მაჩვენებელმა 0,114458 მლრდ კვტსთ შეადგინა 0,117791 მლრდ კვტსთ-იდან, წელს კი 0,224147 მლრდ კვტსთ 0,229759 მლრდ კვტსთ-იდან.
საქართველოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ზრდის უმთავრესი მიზეზი ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანაა. მან შარშან 0,014113 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა, წელს კი 0,177449 მლრდ კვტსთ




