დღეს ბაზარზე იატაკის მოსაპირკეთებელი მასალის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, მათ შორის ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი მასალა-ლამინირებული იატაკია. ლამინატის გამოყენებით შესაძლებელია მიიღოთ როგორც  ხარისხიანი,  ასევე ვიზუალურად ლამაზი იატაკი ზედმეტი დანახარჯის გარეშე.  ეფექტური შედეგის მისაღებად აუცილებელია იცოდეთ მასალის სწორად შერჩევა.
ლამინატის სახეობები განსხვავდება კლასისა და სისქის მიხედვით. არსებობს 6, 7, 8, 8.3, 10, 10.3 და 12მმ  სისქის ლამინირებული იატაკი. თუ იატაკის ზედაპირი არის იდეალურად სწორი და არაა ნესტიანი ადგილი, ნებისმიერი სისქის ლამინირებული იატაკის დაგებაა შესაძლებელი, მაგრამ თუ იატაკის ზედაპირი არაა იდეალურად სწორი მაშინ აუცილებელია ლამინირებული იატაკის სისქე იყოს 10მმ,11მმ,12მმ. რაც შეეხება ლამინატის კლასს: ლამინატის რამოდენიმე კლასი გამოიყოფა, რომელიც მისი გამძლეობის შესაბამისად განისაზღვრება.  არსებობს 31, 32, 33 და 34 კლასის ლამინატი:
  • 31 კლასი - რეკომენდებულია არაინტენსიური დატვირთვის ოთახებში- საძინებელში ან კაბინეტში;
  • 32 კლასის ლამინატი - იდეალურია როგორც საცხოვრებელ ფართში ინტენსიურ და არაინტესიური დატვირთვის ოთახებში, ასევე გამოიყენება საშუალო დატვირთვის კომერციულ ფართებშიც;
  • 33 და 34 კლასი - რეკომენდებულია საცხოვრებელ  სახლებსა და კომერციულ ფართებში ინტენსიური დატვირთვის პირობებში.
ლამინირებული იატაკი არის ეკოლოგიურად სუფთა, ის 90% ხისგან შედგება.  მისი მონტაჟი საკმაოდ მარტივი და სწრაფია და არ საჭიროებს რაიმე სახის განსაკუთრებულ ცოდნას. მომხმარებელს თავადაც შეუძლია იატაკის დაგება. ლამინატი გამოყენება შესაძლებელია როგორც საცხოვრებელ სახლებში,  ასევე კომერციულ ფართებში, მისი მოვლა და წმენდა საკმაოდ მარტივია. ამისათვის საკმარისია ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“  ვიდეო ვლოგს უყუროთ. https://youtu.be/jHQhojtsizo ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის გარდა, „გორგიას“ ყველა ფილიალში მიიღებთ პროფესიონალურ რჩევეებს კომპეტენტური პერსონალისგან, ხოლო თუ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ შეძლებთ ფილიალებში სტუმრობას, თქვენს განკარგულებაში ჰიპერმარკეტის საიტი ა , სადაც ლამინატის გარდა ნებისმიერ პროდუქტს შეიძენთ სახლიდან გაუსვლელად.