მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო კვლევები, მრავალფეროვან თემებზე ავტორთა სტატიები, პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილი უნიკალური კადრები, საბუნებისმეტყველო, ისტორიული, ტექნოლოგიური თუ სოციალურ- ეკონომიკური სიახლეები, ერთ სამეცნიერო ჟურნალში National Geographic იყრის თავს და მას მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონი მკითხველი ყავს. ჟურნალი 25 ენაზე და 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. მათ შორისაა საქართველო, სადაც კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, 2012 წლიდან მშობლიურ ენაზე გამოიცემა ჟურნალი ქართველი მკითხველისთვის.
National Geographic საქართველოს სექტემბრის ნომერში რედაქციამ თავი მოუყარა საინტერესო მასალებს.
როგორც აღმოჩნდა, კაცობრიობას მსოფლიო ოკეანის ფსკერის მხოლოდ მეოთხედის რუკა აქვს შედგენილი მაღალი გარჩევადობით, ხოლო ოკეანის სახეობათა 90% ჯერაც არ არის კლასიფიცირებული. ამის გამოსწორებას მეცნიერთა ჯგუფი OceanX-ის მაღალტექნოლოგიური მისიის ფარგლებში ცდილობს. რა ტექნოლოგიებს იყენებენ ოკეანის ღრმა წყლების საკვლევად? ჰქონდათ თუ არა დღევანდელ უდაბნოებს “მწვანე წარსული”? - ამ და სხვა თემებს ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ. რუბრიკა „საქართველოს ევროპული ისტორია“ კი ერთ საინტერესო რუკას ეხება, რომელიც 1548 წელს, ვენეციაშია დაბეჭდილი და პირველი ჯიბის ატლასის ნაწილია.
„National Geographic საქართველოს“ უახლესი ნომრების შეძენა ექსკლუზიურ ფასად შესაძლებელია თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14; ასევე, სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, ფასდაკლებით მიიღებს ყოველ ახალ ნომერს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება.