შპალერი არის საუკეთესო საშუალება, ოთახს ფერი, ტექსტურა და სტილი შესძინოთ, შესაბამისად შპალერის შერჩევა ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული პროცესია.
შპალერის ბევრი სახეობა არსებობს, თუმცა ამ სტატიაში მოგიყვებით და გასწავლით, თუ როგორ უნდა გააკრათ თხევადი შპალერი.

თხევადი შპალერი, 100 პროცენტით ეკოლოგიურად სუფთაა, ბუნებრივი ნედლეულითა და კომპონენტებით მზადდება. მის შემადგენლობაში შედის აბრეშუმი, ბამბა, ცელულოზა და ა.შ.ანუ ის მასალა რაც ტანსაცმლის შესაკერად მზადდება. თხევადი შპალერი აერთიანებს ტრადიციული და ტექსტილის შპალერის უპირატესობებს - მზა ზედაპირზე არ ჩანს გადაბმის ადგილები, ახდენს თბოიზოლაციას, ახშობს ხმას, უძლებს ყინვას, ჰაერგამტარი და ანტისტატიკურია, ასევე, ფარავს ზედაპირზე არსებულ პატარა ბზარებს და ხარვეზებს. შესაძლებელია თხევადი შპალერის დაზიანებული ნაწილის ჩამოხსნა და ხელახლა დატანა.

არსებობს შპალერის ნაირსახეობა, რომელიც სპეციალისტმა უნდა გააკრას, თუმცა თხევადი შპალერის შემთხვევაში ეს პროცესი საკმაოდ მარტივია. შპალერის მთლიანი მასა იხსნება თბილ წყალში, შემდეგ ვურევთ ხელით და რვა საათის განმავლობაში ვაჩერებთ. შემდეგ, სპეციალური ხელსაწყოს, „შპატელის“ საშუალებით, 2 მილიმეტრის სისქის ფენად ვუსვამთ კედელზე და ვტოვებთ 24-28 საათის განმავლობაში.
შპალერების მრავალფეროვანი არჩევანი საქართველოში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტების ქსელ „
გორგიაში“ დაგხვდებათ. სადაც ამ ეტაპზე თხევად შპალერებზე სპეციალური ფასდაკლებაა, თუ პროდუქტს
ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ.
უფრო დეტალური ინფორმაციისათვლის იხილეთ „გორგიას“
ვლოგი, თხევადი შპალერის შესახებ.
https://www.youtube.com/watch?v=gWMZLCpqkDg&feature=youtu.be&ab_channel=%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90-Gorgia&fbclid=IwAR1bKmBQrRMUIsZyt3E9YTGnIn039eBGACN5Np4XaCLIvTWkj69yYF8vHzk