"ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს." - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა

"ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. კარგად მოგეხსენებათ, ახლა რაც ხდება ანაკლიაში. მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ამიტომ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით. სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს, უცხო თუ სხვა კომპანიებთან ერთად. 

რაც შეეხება ანაკლიის პორტს  აქ მთავარი ბერკეტი უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, 51 %-ის მფლობელი იქნება ჩვენი ქვეყანა." – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.