ყოველ წელს, სპორტის და შოუბიზნესისმოყვარულები, ამერიკული კულტურის ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ სანახაობას, Super Bowl -ს დიდი ინტერესით ელიან.

ამერიკული ფეხბურთის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის Super Bowl ისტორია 1967 წლიდან იღებს სათავეს. პირდაპირ ეთერში მას მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს თვალს, რომელთაც შორის წელს სპორტის ქართველი ქომაგებიც იყვნენ. 

ლას-ვეგასიდან ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება „სილქ უნივერსალმა მოიპოვა და ქართული კომენტარებით, 12 თებერვალს გამთენიისას, პირდაპირი ეთერის ნახვის შესაძლებლობა მისცა მაყურებელსარხი, SilkTV-ის გარდა,  უფასოდ ხელმისაწვდომია სხვადასხვა საკაბელო და ციფრულ მაუწყებელში.  

ღონისძიება გამორჩეული იყო არა მხოლოდ სპორტული, არამედ მუსიკალური თვალსაზრისითაც.  Super Bowl-ის ღონისძიებაზე სხვადასხვა დროს ისეთი ვარსკვლავები ქმნიდნენ დაუვიწყარ შოუს, როგორებიც არიან პრინცი, მაიკლ ჯექსონი, მადონა, ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი და სხვები. წლევანდელი სპორტული შოუს ჰედლაინერი რიტმ-ენდ-ბლუზ და პოპ მომღერალი, მსახიობი აშერი იყო. პერფორმანსებ სხვა ცნობილმა მუსიკოსებმაც შემოგვთავაზე.

პირდაპირი ტრანსლაციის დაწყებამდე მუსიკალური ღონისძიება „სილქ ჰოსპიტალიტის“ მასპინძლობით, გაიმართება თბილისშიც, მულტიფუნქციურ სივრცეში„რესპუბლიკა”. მსმენელის წინაშე ქართველი მუსიკოსები –ბექა გოჩიაშვილი, თემურიკო დიასამიძედა Cutkill წარდგნენ.

სპორტისა და შოუბიზნესის დიდი დღესასწაული საქართველოშიც შედგა.