„ეფეს საქართველო“ ლუდისა და ლიმონათის შემდეგ, ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შედის და მომხმარებელს ახალ პროდუქტს „პიკს“ სთავაზობს.  ენერგეტიკული სასმელების კატეგორია მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება,  მათ შორის, მზარდია საქართველოს ბაზარიც. შესაბამისად, როგორც ბაზრის ლიდერმა კომპანიამ, „ეფეს საქართველომ“ გადაწყვიტა ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შესვლა და მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის ენერგეტიკული სასმელის შეთავაზება.

„პიკი“ დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით. მისი  უნიკალური ფორმულა კოფეინსა და ტაურინთან ერთად შეიცავს მრავალ ვიტამინს (B2, B5, B6 B12). „ეფეს საქართველოს“ მიზანია „პიკი“ გახდეს ბაზრის ლიდერი ბრენდი საქართველოში და დაიმკვიდროს ადგილი პრემიუმ სეგმენტში ახლო მომავალში. 

“ლუდისა და ლიმონათის შემდეგ, უკვე ახალ კატეგორიაში შევედით, ეს არის ენერგეტიკული სასმელების კატეგორია. სწორედ ამ ახალი სასმელის შექმნისთვის, დაახლოებით, 1 წლის განმავლობაში მასშტაბური მარკეტიგნული კვლევები ჩავატარეთ, რომელშიც 2000-მდე მიზნობრივი მომხმარებელი მონაწილეობდა. პროდუქტის განვითარების კვლევების გარდა, ჩვენ ბრენდის სახელზე და შეფუთვის დიზაინზეც გამოვიკვლიეთ მომხმარებელთა სურვილები. შესაბამისად, ჩვენ ავირჩიეთ გამარჯვებული ვერსიები. შედეგად, „პიკი“ აკმაყოფილებს ჩვენი მრავალფეროვანი აუდიტორიის  საჭიროებებს. „პიკი“ არის ერთგვარი სტარტერი ყველა საქმის წინ, რომელიც გავსებს ენერგიით, რომ დაიწყო შენი სურვილების ასრულება. სწორედ, ეს არის ბრენდის კონცეფციაც -  „პიკი“ დასაწყისია!“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი,  ქეთევან ჟვანია.

ბრენდის სახელი „პიკი“ საკმაოდ საინტერესოა კონცეფციის კუთხით. ზოგადად სიტყვა „პიკი“ ყველასთვის ასოცირდება კულმინაციასთან, რომელიც მიიღწევა გარკვეული პროცესის გავლის შემდეგ, გარკვეულ უმაღლეს წერტილზე მისვლით.  თუმცა კულმინაციამდე უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რისთვისაც გვჭირდება ერთგვარი მუხტი. სწორედ აქედან გამომდინარეობს ბრენდის და კამპანიის სლოგანი: „პიკი დასაწყისია“.

https://www.facebook.com/61557059578483/videos/280789898386293