20 ნოემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, რიგით მესამე პარტნიორობის ფორუმი გაიმართა. ფორუმში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ბიზნესკომპანიები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საკუთარი იდეები წარმოადგინეს და ბიზნესთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ღონისძიების მთავარი პარტნიორი იყო კომპანია „ეფეს საქართველო“.
ღონისძიების პირველ ნაწილში პრეზენტაციები წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებმაც კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილებასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. პრეზენტაციების მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ საკუთარი იდეების წარდგენა და ბიზნესთან შესაძლო თანამშრომლობის დაწყება. პარტნიორობის ფორუმის მეორე ნაწილი ნეთვორქინგსა და იდეების წარდგენის სივრცეებს დაეთმო. ბიზნესკომპანიებმა, მათ მიერ წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალურად მოისმინეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროექტების მოკლე პრეზენტაციები და გამარჯვებული ადგილზევე შეარჩიეს.
კომპანიის პრიორიტეტების გათვალისწინებით,„ეფეს საქართველომ" დაფინანსებისთვის"ფონდი საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი" შეარჩია, რომელმაც ინოვაციური და სტრატეგიული პროექტი წარმოადგინა ფერმერთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
”კორპორაციული პასუხისმგებლობა „ეფეს საქართველოსთვის“ დეკლარირებული პრიორიტეტია, რომელიც თანხვედრაშია გაეროს მდგრად განვითარების მიზნებთან. ჩვენ ვამაყობთ, რომ უკვე 16 წელზე მეტია, რაც ვახორციელებთ კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამებს და მათ შორის პარტნიორული პროექტები განსაკუთრებით გამოირჩევა. პარტნიორული ფორუმი შესანიშნავი საშუალებაა ახალი იდეების განხორციელებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად. "ფონდ საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრთან" ერთად ჩვენ მხარს დავუჭერთ 80 000-მდე ფერმერს და შევუწყობთ ხელს დადებით ცვლილებებს სოფლის მეურნეობის სექტორში,”- განმარტავს “ეფეს საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჟვანია.