ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, შიდა ეზოს მოწესრიგება ნუცუბიძის IV მ/რ-ის N9 კორპუსის მიმდებარედ განხორციელდა. პროექტის შედეგად გზა 1200-მდე კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა და დაიგო ასფალტის ახალი საფარი. პროექტი, გამგეობის დაკვეთით, შპს „სუხომ“ განახორციელა.

გარდა ამისა, გზის საფარის მოწესრიგება დანელიას ქუჩაზე მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, ქუჩაზე, სადაც გრუნტის გზა იყო, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გზის საფუძველი და ასფალტის საფარი იგება. შედეგად, გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება. საგზაო ინფრასტრუქტურა 4200 კვ. მ ფართობზე წესრიგდება. პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.