ვაკის რაიონის გამგეობა დასასვენებელი სივრცეების განახლებას განაგრძობს. ამჯერად, სივრცის მოწყობა ნუცუბიძის III მ/რ-ის I კვარტლის N9, N10, N11 კორპუსებთან, დაახლოებით 600 კვ.მ ფართობზე, დაიწყო.

ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით, დამონტაჟდება სკამები, ნაგვის ურნები, მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო მოედანი და საფეხმავლო ბილიკები. ტეროტორიაზე ასევე მოეწყობა ბეტონის საყრდენი კედელი და საერთო სარგებლობის კიბე. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითი“ აწარმოებს. დასასვენებელი სივრცის მოწყობის დეტალები მოსახლეობასთან ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ყიფიანმა, პარლამენტის დეპუტატთან ზურაბ რურუასთან ერთად განიხილა.