„ჩვენი ხალხი“ ასე ითარგმნება “ვაინახი” - ჩეჩნებისა და ინგუშების საერთო სახელწოდება. ეს ეთნიკური ჯგუფი ჰარმონიულად ჩაეწერა ქართულ სინამდვილეში: შეინარჩუნეს საკუთარი ენა და რელიგია, ამავე დროს მეორე მშობლიურ ენად აქციეს ქართული და ადგილობრივი ტრადიციებიც გაითავისეს. დღეს პანკისი ისევეა სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი პრობლემების წინაშე, როგორც საქართველოს ყველა სხვა რეგიონი და ამავდროულად, თავისი, ძალიან სპეციფიკური გამოწვევებიც გააჩნია. National Geographic საქართველოს მაისის ნომერი დაეთმო ხეობის მკვიდრ ქალებს, რომლებიც ცვალებად გარემოში ცხოვრების შესახებ გვიყვებიან. მკვლევრის თათა კვაჭაძის სტატიას თან ერთვის მდიდარი ფოტო მასალა, რომელზედაც თაკო რობაქიძემ იმუშავა. ჟურნალის ახალი ნომრის გამოცემამდე ავტორმა პროექტი "პანკისის ხეობის ხმები" ფოტო კვირეულზე “ქოლგა” წარადგინა. სწორედ ამ პროექტის ნაწილს იხილავს მკითხველი ახალ ნომერში.
მაისის ნომერი ვრცლად მოგითხრობთ ასევე ხეთების იმპერიის, კონგოს ტროპიკული ტყისა და არიზონის უდაბნოში მცხოვრები სოროს ბუების შესახებ. ასევე, გაეცნობით მასალას, სადაც აღწერილია, თუ როგორ გამარტივდა 3D სკანირების ტექნოლოგიით ყველაზე რთულად ხელმისაწვდომი ძეგლების კვლევა.
რუბრიკა „საქართველოს ევროპული ისტორია“ ტრადიციულად მსოფლიო არქივებში მიმობნეულ მასალებზე მოგვითხრობს. ავტორმა XVII საუკუნის ფრანგი კარტოგრაფის რუკაზე კოლხეთის და იბერიის სამეფოებს მიაკვლია.
National Geographic ქართულ ენაზე 2012 წლიდან გამოიცემა. რედაქციის დაფუძნებას კომპანია სილქნეტმა შეუწყო ხელი. შემეცნებით ჟურნალში ყოველთვიურად თავს იყრის: საბუნებისმეტყველო, ისტორიული, ტექნოლოგიური თუ სოციალურ- ეკონომიკური სიახლეები, მრავალფეროვანი თემები, ავტორთა სტატიები, უახლესი სამეცნიერო კვლევები, პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილი უნიკალური კადრები.
ექსკლუზიურ ფასად ჟურნალის შეძენა შესაძლებელია თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14; ასევე, სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, სპეციალურ ფასად მიიღებს ყოველ ახალ ნომერს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება.