მცხეთის მუნიციპალიტეტის ნაწილს 10 მარტს გაზმომარაგება შეუწყდება

1583480570
მიმდინარე წლის 10 მარტის დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:30 საათამდე მცხეთის მუნიციპალიტეტში კერძოდ, სოფელ ნატახტარს, მისაქციელს, აღდგომლიაანთკარს, ნავაზარსა და სელექციას გაზმომარაგება შეუწყდება.
აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 10 მარტის 18:30 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.