Starbucks-ის შემდეგ, საქართველოში შესაძლოა Primark-ი შემოვიდეს.
საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, რომ Primark-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში სტარბაქსი ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის ერთ-ერთი ბრენდი, რომელსაც ფლობს Alshaya ჯგუფი. Alshaya ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქუვეითური ჯგუფი, რომელიც ფლობს ევრაზიაში და არამარტო კიდევ უფრო მეტ რეგიონში სტარბაქსის გენერალურ ფრანჩიზას შესაბამისად, მხოლოდ ამ კომპანიას აქვს უფლება ჩვენს რეგიონში გახსნას სტარბაქსი. სტარბაქსთან ერთად კომპანიას აქვს 70-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, როგორიც არის მაგალითად H&M, Victoria's Secret, Shake Shack და ბევრი სხვა. შესაბამისად, რა თქმა უნდა ჩვენ სტარბაქსით და არ შემოვიფარგლებით.
კომპანიასთან გვაქვს საუბარი სხვა მნიშვნელოვან ბრენდებზე, როგორიც მაგალითად არის Primark-ი. რაც შეეხება მნიშვნელობას, ეს კომპანია არის დაახლოებით 30 მილიარდის ღირებულების შესაბამისად, ესეთი კომპანიის დაინტერესება საქართველოთი არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე თუ შევხედავთ თვითონ ბრენდს ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ მაღალმხარჯველიანი ტურისტები მოვიზიდოთ, ამიტომ როდესაც საუბარია სერვისებზე და სხვადასხვა ტიპის ბრენდებზე რა თქმა უნდა სტარბაქსი არის ის მინიმუმი აუცილებლობა, რომელიც განვითარებულ ქალაქებს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს და მოხარულები ვართ რომ თბილისი უკვე ამ რიგებს შეუერთდა.
იქედან გამომდინარე, რომ კომპანია უკვე პირველივე კვირას ხედავს რომ წარმატებულია და ხალხმა იცის ბრენდი, ვგეგმავთ აუცილებლად კომპანიასთან ერთად ვაიმუშაოთ ახალ ლოკაციებზე, ახალ ქალაქებზე და ამის შესახებ ალბათ ძალიან მალე გაგაგებინებთ“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა „სტარბაქსის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე.








