ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელი აფთიაქის სერიის აპრილის თვის მონაცემებისა და კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვების შედეგად ჩვილის აფთიაქის ღირებულება მარტის თვესთან შედარებით აპრილში 16%-ით არის შემცირებული. მარტში ჩვილის აფთიაქის ღირებულებამ 191 ლარი, ხოლო აპრილში კი 160 ლარი და 18 თეთრი შეადგინა. მაგალითისათვის: მარტში ჩვილის აფთიაქში შემავალი მედიკამენტი - პანადოლი 8 ლარი და 70 თეთრი ღირდა, აპრილში კი მისი ღირებულება 8 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა. ასევე, შემცირებულია ბავშვის საწოვარიანი ბოთლის ფასიც.

მარტის თვესთან შედარებით ის 4 ლარითა და 25 თეთრით არის გაიაფებული. აპრილის თვეში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გაძვირებულია ჩვილის აფთიაქში შემავალი მოვლის რამდენიმე საშუალება. მაგალითისათვის: მარტის თვის მონაცემებით ბავშვის პუდრის ღირებულება შეადგენდა 2 ლარსა და 17 თეთრს, თუმცა მისი ფასი აპრილის თვეში უკვე 4 ლარი და 70 თეთრია. ასევე, გაზრდილია ბავშვის კრემის ფასიც.

თუკი მისი ღირებულება მარტის თვეში 7 ლარი და 80 თეთრი იყო, აპრილში მისმა ფასმა 7 ლარსა და 95 თეთრს მიაღწია. ორგანიზაციამ მედიკამენტების ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა. დეტალურად ჩვილის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი ასე გამოიყურება:

ჩვილის აფთიაქი (1-3 წლამდე)

აქსესუარები:

აბაზანის თერმომეტრი - 6.85ლ

საწოვარა - 5.00ლ

საწოვარიანი ბოთლი - 8.80ლ

ოყნა - 1.53ლ

თერმომეტრი - 10.00ლ

მაკრატელი - 4.76ლ

მოვლის საშუალებები:

ყურის ჩხირები - 2.12ლ

პუდრა - 4.70ლ

საბავშვო კრემი - 7.95ლ

კრემი საფენქვეშა - 4.64ლ

ბამბა - 1.00ლ

სტერილური ბინტი - 1.04ლ

ბრილიანტის მწვანე - 0.30ლ

წყალბადის ზეჟანგი - 1.25ლ

სპირტი - 1.40ლ

მედიკამენტები:

პანადოლი - 8. 20ლ

ფენისტილი - 13.31ლ

გვირილა - 1.48ლ

ვიბურკოლის სანთლები - 13.37ლ

ბობოტიკი - 11.40ლ

ნეოპეკე (სიროფი) - 34.90ლ

კამის ჩაი - 7.83

პირის ღრუს მულტიფუნქციური გელი - 8.35ლ

სულ: 160.18 ლ

ჯანდაცვის პლატფორმა შეისწავლის სხვადასხვა სეგმენტისათვის საჭირო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიასა და მათ ფასს. მარტის თვეში ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა ჩვილის, პირველადი დახმარების, ბავშვის (3-5 წელი), ოჯახის, ტურისტის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და მათი ღირებულების კვლევის შედეგები.

ორგანიზაცია მომავალშიც მიადევნებს თვალს მედიკამენტების ფასთა ცვლილებას და ფარმაცევტულ ბაზარზე გამოკვეთილ ზრდა-კლების ტენდენციებს.