საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად ლონდონში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 34-ე სესიაში. ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მარიამ ქვრივიშვილი მოხსენებით გამოვა და საქართველოს საზღვაო სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრებს.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებშიგაიმართება ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრის შეხვედრა IMO-სგენერალურ მდივან არსენიო დომინგესთან, ასევე დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილისორმხრივი შეხვედრები ასამბლეაშიმონაწილე რამდენიმე ქვეყნის კოლეგამინისტრებთან.
ლონდონში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილღონისძიებებში მარიამ ქვრივიშვილთანერთად მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკისმინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.




