ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ზრდა გრძელდება.

დღევანდელი ვაჭრობის დღის ბოლოს „საქართველოს ბანკის“ აქციის ფასი 92,60 გირვანქა სტერლინგი გახდა, „თიბისი ბანკის“ აქციის 40,05 გირვანქა ტრელინგი, ხოლო „საქართველოს კაპიტალის“ 29,70 გირვანქა სტერლინგი.

წლის დასაწყისში „საქართველოს ბანკის“ აქციის ფასი 47,10 გირვანქა სტერლინგი ღირდა, „თიბისი ბანკის“ - 31,20 გირვანქა სტერლინგი, „საქართველოს კაპიტალის კი 12,00 გირვანქა სტერლინგი. ზრდამ, შესაბამისად, 96,6%, 28,4% და 147,5% შეადგინა.




შეგახსენებთ, რომ ქართველ ექსპერტთა ერთმა ნაწილი, პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ აცხადებდა, რომ თუ პარლამენტი პრეზიდენტის მოსალოდნელ ვეტოს დაძლევდა და კანონს აამოქმედებდა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ძლიერ დაეცემოდა და ლარი კატასტროფულად გაუფასურდებოდა.