ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს კაპიტალის“ აქციის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 

დღევანდელი ვაჭრობის დღის ბოლოს „საქართველოს კაპიტალის“ აქციის ფასი 31,90 გირვანქა სტერლინგი გახდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 187,4%-ით სჭარბობს. 


„საქართველოს ბანკის“ აქციის ფასი 92,60 გირვანქა სტერლინგი გახდა, „თიბისი ბანკის“ კი 39,00 გირვანქა სტერლინგი. ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 107,6% და 31,1% შეადგინა.