ლიბერთის და ‘მერსი ქორფსის’ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გრძელდება მასშტაბური პროგრამა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE).

პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და  800-მა ახალგაზრდამ მიიღო შესაბამისი ცოდნა საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით.

ამჯერად, გამოცხადდა პროგრამის მეორე ეტაპი და გრძელდება სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან 18-35 წლის ახალგაზრდების რეგისტრაციაეს პროექტიხელს უწყობს ახალგაზრდადამწყებ და მოქმედ მეწარმეებს განავითარონ სამეწარმეო უნარებიშექმნან  ახალი ან გააფართოონ არსებული ახალგაზრდული საწარმოებიაღნიშნული პროექტიახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ შესაბამისი ცოდნამოიპოვონ დაფინანსება და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ - ქართულ,  სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ან  QR კოდების მეშვეობითრეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტირომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

პროექტის მხარდამჭერებია  ლიბერთი  და სპორტისტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

RDYE პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია:

ქვემო ქართლი  რუსთავიმარნეულიბოლნისიგარდაბანითეთრიწყაროწალკა

სამცხე-ჯავახეთი ბორჯომიასპინძაადიგენიახალციხეახალქალაქინინოწმინდა

შიდა ქართლი  გორიქარელიკასპი

მცხეთა-მთიანეთი მცხეთადუშეთითიანეთი

,,მერსი ქორფსის“ შესახებ

,,მერსი ქორფსი“ არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება.

სს ლიბერთი ბანკის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.