ძალიან გამიხარდა, რაღაც ნიშნები არის, რომ მალე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც დაგვიბრუნდება. ამის ნიშანია დათმობა, რომ ვიზას არ გვთხოვს, ანუ არაა ჩვენთან ომში, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე “ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა. 

“ძალიან გამიხარდა, რაღაც ნიშნები არის, რომ მალე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც დაგვიბრუნდება. ამის ნიშანია დათმობა, რომ ვიზას არ გვთხოვს, ანუ არაა ჩვენთან ომში. ყველაფერი ჩვენზეა, როგორ მოვიქცევით, გამოვიყენებთ სასიკეთოდ თუ არა. ბევრი სიკეთე დავკარგეთ ქართველებმა. საფრთხილო ქვეყანა რომაა ფაქტია, მაგრამ ხომ ხედავთ, უდიდესი ქვეყნები, როგორებიც ინდოეთი და ჩინეთია, იმიტომ რომ 30%-ით იაფად ყიდულობენ, ყიდულობენ ყველაფერს იქ (რუსეთში). რა ვქნათ, ხომ არ ამოვშალოთ ინდოეთი და ჩინეთი რუკებიდან? “- განაცხადა პაპაშვილმა.

ცნობისთვის, 15 მაისიდან რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს