რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. დოკუმენტის მიხედვით, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება და საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში 90-დღემდე ვადით უვიზოდ ჩასვლა შეეძლებათ.

განკარგულების თანახმად, 15 მაისიდან რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილ საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების თანამშრომლად და მათი ოჯახის წევრებს ეძლევათ ერთჯერადი ვიზა სამთვიანი ვადით. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აკრედიტაციის შემდეგ, ასეთი პირები სამი თვის განმავლობაში შედიან და ტოვებენ რუსეთს ვიზის გარეშე.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.