16 თებერვალს გამართული ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტის კურსი მცირედით გამყარდა აშშ-ის დოლართან მიმართებით და მცირედით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი 0,08 თეთრით გამყარდა დოლართან მიმართებით და 0,2 თეთრით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. შესაბამისად, დღეიდან ერთი დოლარი 2,6799 ლარი ეღირება, ევრო კი 3,1802 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსების შესახებ მონაცემების თანახმად, ლარი დოლართან მიმართებით 2,68 ნიშნულზე ქვემოთ ბოლოს 2024 წლის 13 მაისს იყო. მაშინ 1 დოლარი 2,6755 ლარს გაუტოლდა.