8 ივლისის ვაჭრობის შედეგად გამყარდა ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2,16 თეთრით გამყარდა და ხვალიდან ევრო 2,9886 ლარის ნაცვლად 2,9670 ლარი ეღირება.

დოლარის კურსის ცვლილებამ  2,14 თეთრი შეადგინა და ხვალიდან 1 ამერიკული დოლარი 2,7613 ლარის ნაცვლად 2,7399 ლარი ეღირება.