9 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0113 თეთრით გაუფასურდა და ხვალიდან ევრო 2,9670 ლარის ნაცვლად 2,9783 ლარი ეღირება.

დოლარის კურსის ცვლილებამ 0.0112 თეთრი შეადგინა და ხვალიდან 1 ამერიკული დოლარი 2,7399 ლარის ნაცვლად 2,7511 ლარი ეღირება.