სვანეთში 100 მილიონიანი სამთო-სათხილამურო კურორტი "თეთნულდი" დეკემბრისთვის გაიხსნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სვანეთში 100 მილიონიანი სამთო-სათხილამურო კურორტი "თეთნულდი" მიმდინარე წლის, დეკემბრისთვის გაიხსნება. თეთნულდი ერთდროულად 6 806 დამსვენებლის მიიღებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4 100 მოთხილამურეს მოემსახურება. კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში მიიღებს. სასრიალო პერიოდი კი 6-7 თვე იქნება. თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე იქნება. პროექტში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.