საქართველოს ბანკი PLUS ბარათის მომხმარებლებს ქულების დაგროვებისა და ქეშბექის მიღების შესაძლებლობას სხვადასხვა შეთავაზებით რეგულარულად აძლევს. PLUS-ების დასაგროვებლად მომხმარებლებს შეუძლიათ ყოველდღიური, მათ შორის, ყავის, საწვავის, აფთიაქისა თუ მარკეტის ხარჯები PLUS ბარათით დაფარონ.
მეტი PLUS-ის დაგროვებისა და დამატებითი სარგებლის მისაღებად, მომხმარებლებს შეუძლიათ მობილბანკის შეთავაზებების სივრცე პერიოდულად შეამოწმონ. აღნიშნულ სივრცეში მომხმარებლები გაეცნობიან როგორც PLUS-ის დაგროვების, ისე ქეშბექის შეთავაზებები.
ამჟამად საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბათუმში სხვადასხვა ობიექტში რამდენიმე შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ:
სუფთა სახლი — 20% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი
25 სექტემბერს, სუფთა სახლის ონლაინ ან ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 80 ლარის შენაძენისას, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირის ნებისმიერი ბარათის მფლობელები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ, მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით. ამასთან, სუფთა სახლში მომხმარებლებს შიდა 50%-მდე ფასდაკლებებიც დახვდებათ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი კი თანხის გადახდისთანავე აისახება ანგარიშზე. შეთავაზება მოქმედებს „სუფთა სახლის“ ყველა ფილიალსა და ონლაინ მაღაზიაში.
iPlus — 150 ლარის ქეშბექი
30 სექტემბრის ჩათვლით, iPlus-ის ფიზიკურ ფილიალებში მინიმუმ 1,000 ლარის შენაძენისას, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირის ნებისმიერი ბარათის მფლობელები 150 ლარს დაიბრუნებენ ანგარიშზე.
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა. iPlus Apple-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
Wishlist — 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი
26 სექტემბერს Wishlist-ის ფიზიკურ ფილიალებში ან ონლაინ გადახდისას PLUS ბარათის მფლობელები 30%-იან ქეშბექს მიიღებენ, მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით.
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი კი მომენტალურად აისახება ანგარიშზე. Wishlist ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოებისა და აქსესუარების ქსელია.
Technomart — 20% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი
26-27 სექტემბერს Technomart-ში PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ, მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით.
გაეცანი ამ და ბათუმის სხვა შეთავაზებებს მობილბანკში.
„საქართველოს ბანკის“ შესახებ:
საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 39.8%), სესხებისა (საბაზრო წილი 38.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 41.8%) მიხედვით. (2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის, და კორპორატიული საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს. 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 2.3 მილიონამდეზე მეტ აქტიურ მომხმარებელს. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bankofgeorgia.ge/




