“ძალიან მიხარია, რომ ამ უნიკალურ ღონისძიებაზე წამოვედი, ღვინოები მართლაც უნიკალური იყო, ძალიან მომეწონა. არ იყო მხოლოდ ქარვისფერი ღვინოები, წინ მეტად მინერალური, სუფთა ღვინოები წამოვიდა. მე ძალიან მომეწონა რქაწითელი და რქაწითელი/მწვანეს ბლენდი, ასევე საფერავის ქვევრის რეზერვები, ძირითადად 2019-იანები, უმეტესესობა ძალიან კარგი იყო“ - ასეთია ჟიურის ერთ-ერთი წევრის ინგლისის ტოპ 100 სომელიეს შორის გამარჯვებული და Annabel’s London-ის ხელმძღვანელის გეორგიოს იორდანიდისის შეფასება. უფრო მეტიც, IWSC-ის საერთაშორისო ჟიურის აზრით, ქართულ ღვინოს თამამად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს, მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს.

18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! - ასეთი შედეგებით დასრულდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელშიც წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია - კომპეტენტური ჟიურიმ გამოავლინა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები, თითოეულს შესაბამისი შეფასება და რეკომენდაცია მისცა.

კონკურსზე დარეგისტრირებული 520 ღვინიდან მედალი 310 მათგანს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ყველა ოქრო ქართველმა მწარმოებლებმა მიიღეს. ხოლო 72 ვერცხლიდან 1 მედალი სომხეთის კომპანიას ერგო, ხოლო 220 ბრინჯაოს მედლები ასე გადანაწილდა: 196 ქართულმა მეღვინეობამ, 22 სომხეთისა და 2 აზერბაიჯანულმა კომპანიებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლა და მასში მონაწილეობა კომპანიებისთვის ერთგვარ პრესტიჟად და ტრადიციად ჩამოყალიბდა. კონკურსში გამარჯვებულებმა ჯილდოს გარდა ჟიურისგან მიიღეს ის, რაც თანამედროვე ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე მეტად ფასობს - ახალი უნარები, ცოდნა და გამოცდილება.

მნიშვნელოვანია, რომ წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპეტენტური ჟიური საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვინოებსაც აფასებდნენ.

კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე. ჟიურის წევრები კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ საქართველო ღვინის წარმოებით მდიდარი ქვეყანაა და 8000 წლიანი ისტორიით საპატიო ადგილს იმსახურებს მსოფლიო ღვინის რუკაზე.

ევროპაში ბევრი ქართულ ღვინოს amberwine-ს, ანუ ქარვისფერ ღვინოს ეძახის, რაც არ არის სიმართლე, ის მთლიანი ბაზრის 5%-ზე ნაკლებს წარმოადგენს. აქ ყველანაირი ღვინის პოტენციალია, ტკბილის, მინერალურის, ყველა ღვინის კატეგორიის. ძალიან აღელვებული ვარ  ჩემს ქვეყანაში დაბრუნებით  და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვხედავთ ტრადიციების მიმართ და  ტრადიციული მიდგომისადმი დიდ სიყვარულს, ასევე ვგრძნობთ ინვოციებისკენ სწრაფვას და ვფიქრობ ეს ქმნის განსაკუთრებულ გარემოს ღვინისთვის.ვფიქრობ, მესიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გაჟღერდეს, სწორედ ეს არის, რომ საქართველო მხოლოდ ქვევრის ღვინის ქვეყანა არ არის. აქ მეტი და მეტი ახალგაზრდა ღვინის მცოდნე იზრდება. იმედი მაქვს, ისინი მსოფლიოს უფრო აშკარად დაანახებენ, რომ საქართველო ისეთივე ღვინის ქვეყანაა, როგორიც იტალია ან საფრანგეთი,- აღნიშნავს გეორგიოს იორდანიდისი.

შეგახსენებთ, რომ ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრა,  ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი ხელმძღვანელობდა. ალისტერს შეუერთდnenსაერთაშორისო მსაჯები - ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო - 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიესტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთაშორისაა, ქეთ ლომაქსი - “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი - ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ზარა სერობიანი - ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი - ღვინის ექსპერტილონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ვილ ჰილი - ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.

IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯები ღვინის სფეროს პროფესიონალები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი, პროფესორი, ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და  ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.

სალვატორე კასტანო ღვინის მაგისტრი და ამჟამად fiarwood-ის ღვინის “ბაიერია”, ის 2019 წელს ინგლისის მეორე ახალგაზრდა სომელიე, ხოლო 2021 წელს ევროპისა და აფრიკის საუკეთესო სომელიე გახდა. IWSC-ის ჟიურის წევრი კი საქართველოში უკვე მეორედაა, როგორც ტავად აღნიშნავს კონკურსში მონაწილე ქართული ღვინის ხარისხი ამ ერთ წელიწადში საკმაოდ გაიზარდა: “წელს უკეთეს ხარისხთან ერთად უფრო მეტი მედალიც არის, მათ შორის ბევრად მეტი ოქრო და ვერცხლი. აქედან კარგად ჩანს, რომ ხარისხი მეტად იზრდება. მეღვინეები ძალიან ყურადღებით ისმენენ და, რაც მთავარია, აინტერესებთ ჟიურის აზრი. ქართულ ქვევრის ღვინოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით, ევროპაში. წელს და შარშან, მაგალითად, London Wine Fair-ზე ქართული ღვინის სტენდი იყო, სადაც ძალიან ბევრი ხალხი მიდიოდა. იტალიური, ფრანგული და ესპანური ღვინის მიღმა კიდევ უფრო მეტი რამ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ქართული ღვინის უკან დიდი ისტორია დგას, მთავარია, ხალხმა ის უკეთ გაიცნოს“.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჯეპრა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.  ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“. 

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი მომავალ წელს ისევსაქართველოში, თუმცა ამჯერად უკრაინულ დამოლდოვურ ღვინოებთან ერთად ჩატარდება. ახლაოქროს მედალოსან ღვინოებსაც გაგაცნობთ:

კარდანახი 1888”, წარაფი, 2020.

ბედობა” orange 2021.

მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, ქვევრი ხიხვითაიგული 2019.

მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, მუკუზნისნაკრძალი, 2018.

მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, ბრუტ რეზერვი, 2015.

მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, საფერავისრეზერვი, 2013

ლიონიძის ზვარი”, საფერავი (რეზერვი), 2019.

ბადაგონი”, საფერავი კოშერი, 2018.

ალაზანი”, წინანდალი, 2022.

ქართველი”, გვარიანი წინანდალი, 2022.

საწნახელი”, კახური მცვივანი, 2020.

LTD Brica , ქისი ქვევრი, 2022.

ასკანელი ძმები”, მუზა, 2019.

უფლისციხის მამული”, გორული მწვანე, 2022.

ვაზისუბნის მამული”, ქისი ქვევრი, 2021.

ვარდიაშვილის საოჯახო მეღვინეობა”, საფერავი, 2021.

ასკანელი ძმები”, კახური მწვანე ქვევრი, 2021.

ექიმის ბიო მარანი”, რქაწითელი, 2021.