79 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე.
"მშვიდობით განისვენე, მამი, ჩემო უაღრესად კეთილო და სათნო ადამიანო. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. შეხვედრამდე“, - წერს ნოდარ სარჯველაძის შვილი მარიკა სარჯველაძე.
ნოდარ სარჯველაძე დაიბადა ბათუმში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1968-1971 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი. მისი მეცნიერული კვლევის მიმართულებებია: პიროვნების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემები. ნოდარ სარჯველაძე იყო ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1988 წელი), პროფესორი, ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის დამფუძნებელი.