ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები,როგორც ორმხრივიისე რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზერომელიც მოიცავსროგორც საზღვრის კვეთის პროცედურების ხელშეწყობისისე სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს,ასევესაქონლისა და მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის წახალისებას.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობაორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.